„ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატი ზაფხულის მეორე ნახევარში დასახელდება
პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, პარტია „ქართული ოცნება“ საპრეზიდენტო კანდიდატს ივლისში ან აგვისტოში დაასახელებს.
როგორც ჟურნალისტებს კობახიძემ განუცხადა, ჯერჯერობით კანდიდატის დასახელება ნაადრევია.
„საპრეზიდენტო კანდიდატი სავარაუდოდ, ზაფხულის მეორე ნახევარში, ივლის-აგვისტოში დასახელდება.
კანდიდატის თაობაზე მხოლოდ ერთგვარი წინასწარი კონსულტაციები იყო გამართული. რა მსჯელობაც აქამდე გვქონდა, ამას კონსულტაციებს ვერ დავარქმევთ. განხილვები გაგრძელდება და ამის საფუძველზე საპრეზიდენტო კანდიდატზე შევჯერდებით“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები ოქტომბერში გაიმართება.