„ქართული ოცნების“ საკანონმდებლო ინიციატივით, პარტიების მიერ ცესკო-ს წევრების დანიშვნის წესი ზუსტდება
„ქართული ოცნების“ საკანონმდებლო ინიციატივით, პარტიების მიერ ცესკო-ს წევრების დანიშვნის წესი ზუსტდება

„საარჩევნო კოდექსში“  შესატანი ცვლილებების პროექტის თანახმად, პოლიტიკური პარტიების მიერ ცესკო-ს წევრების დანიშვნის წესი ზუსტდება.

ახალი საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტის ბიუროს ინიცირებისთვის 31 აგვისტოს სხდომაზე წარედგინება.

კანონპროექტში აღნიშნულია, რომ პარტიული სიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა გამრავლდება ექვსზე და გაიყოფა ამ მუხლით განსაზღვრული პარტიების მიერ მიღებული ხმების რაოდენობათა ჯამზე. მიღებული რიცხვის მთელი ნაწილი კი, იქნება ცესკო-ს იმ წევრთა რაოდენობა, რომელთა დანიშვნის უფლებაც აქვს პარტიას.

ამასთან, კანონპროექტით კონკრეტდება, რომ პარტიას არ აქვს უფლება ცესკო-ს სამ წევრზე მეტი დანიშნოს.

ცვლილებების პროექტით ასევე, ზუსტდება ისიც, რომ ცესკო-ს წევრების დანიშვნის უფლება აქვთ, მათ შორის, საარჩევნო ბლოკში შემავალ პარტიებსაც.

საკანონმდებლო ცვლილებების პროექტის განხილვა საშემოდგომო სესიაზე იგეგმება. პროექტის ინიციატორები უმრავლესობის წევრები რატი იონათამიშვილი და გურამ მაჭარაშვილი არიან.