„ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის მეცამეტე ნომერია კალათბურთელი ვიქტორ სანიკიძე, მეთექვსმეტე ნომერი კი, მორაგბე დავით კაჭარავა
„ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის მეცამეტე ნომერია კალათბურთელი ვიქტორ სანიკიძე, მეთექვსმეტე ნომერი კი, მორაგბე დავით კაჭარავა

„ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის მეცამეტე ნომერია კალათბურთელი ვიქტორ სანიკიძე, მეთექვსმეტე ნომერი კი, მორაგბე დავით კაჭარავა – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ პარტიის საარჩევნო სიის პირველი ოცეულის წარდგენაზე განაცხადა.

„ქართული ოცნების“ საპარლამენტო სიის მეცამეტე ნომერია ვიქტორ სანიკიძე, ის ასევე ცამეტი ნომერი იყო ჩვენი გუნდის საკალათბურთო ნაკრებში. მან წარმატებული და ეფექტიანი თამაშით უამრავი სიხარული აჩუქა ქართველ გულშემატკივარს. მას მიღებული აქვს მრავალი სპორტული ჯილდო, მათ შორის არის საფრანგეთის თასის მფლობელი, იტალიის ჩემპიონი და თასის მფლობელი. ვიქტორ სანიკიძე დეპუტატის რანგში განაგრძობს ზრუნვას ქართული სპორტის განვითარებასა და ახალგაზრდებში ჯანსაღი წეცხოვრების განვითარებაზე“, – განაცხადა კობახიძემ.

ასევე, ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის მეთექვსმეტე ნომრად წარადგინა მორაგბე დავით კაჭარავა.

„დავით კაჭარავა არის მორაგბე, რომელსაც ჩატარებული აქვს ყველაზე მეტი სანაკრებო მატჩი ქართული რაგბის ისტორიაში. შესაბამისად, ის არის ქართული რაგბის შეუქცევადი წინსვლის გამორჩეული თანაავტორი. საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ის ქართული სპორტის განვითარებასა ზრუნვას და ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობას პარლამენტარის რანგში განაგრძობს“, – განაცხადა კობახიძემ.