„ქართული ოცნების“ ქუთაისის მერობის კანდიდატი სოსო ხახალეიშვილი ნიკა გვარამიასა და ეკა გაგუას წინააღმდეგ სასამართლოს მიმართავს
„ქართული ოცნების“ ქუთაისის მერობის კანდიდატი სოსო ხახალეიშვილი ნიკა გვარამიასა და ეკა გაგუას წინააღმდეგ სასამართლოს მიმართავს

პარტია „ქართული ოცნების“ ქუთაისის მერობის კანდიდატმა, სოსო ხახალეიშვილმა ბრიფინგი გამართა. ხახალეიშვილის თქმით, ის სასამართლოს ტელეკომპანია „მთავარის“ დირექტორის, ნიკა გვარამიასა და ჟურნალისტ ეკა გაგუას წინააღმდეგ სასამართლოს მიმართავს.

მერობის კანდიდატის განცხადებით, ტელევიზიის მიერ გავრცელებული მასალა მისი პატივისა და ღირსების შემლახველი იყო. სარჩელის თანახმად, მოპასუხე მხარისგან ხახალეიშვილი ფულად კომპენსაციას ითხოვს 55 555 ლარის ოდენობით.

მისი თქმით, სასამართლოს მიერ მის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილების შემთხვევაში თანხა გადაირიცხება საქველმოქმედო ფონდში „ქუთაისი“.

„მასალა, რომელიც „მთავარის“ ეთერში გავიდა შეიცავდა ცილისმწამებლურ და შეურაცხმყოფელ ინფორმაციას ჩემი, ჩემი ოჯახისა და ჩემი ქალაქისთვის. მივმართავ სასამართლოს და დაველოდები გადაწყვეტილებას. მინდა გითხრათ, რომ სასამართლოში სარჩელების შეტანას „ქართული ოცნების“ მერობის სხვა ქალაქების კანდიდატებიც გეგმავენ“, – განაცხადა ხახალეიშვილმა.

დატოვე კომენტარი