„ქართული ოცნების“ ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი გამარჯვების საარჩევნო ოლქის მაცხოვრებლებს შეხვდა
„ქართული ოცნების“ ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი გამარჯვების საარჩევნო ოლქის მაცხოვრებლებს შეხვდა

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ზაზა ლომინაძესთან ერთად გამარჯვების საარჩევნო ოლქის მაცხოვრებლებს შეხვდა.

მერობის კანდიდატმა მოსახლეობასთან ერთად ის პროექტები მიმოიხილა, რომელიც მოქმედმა ხელისუფლებამ წარმატებით განახორციელა და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა.

იოსებ ხახალეიშვილი გამარჯვების შემთხვევაში მოსახლეობას მხარდაჭერას ჰპირდება და საარჩევნო პროგრამის პრიორიტეტებს დეტალურად აცნობს.

მოქალაქეები კი აცხადებენ, რომ მოლოდინი 2020 წლის არჩევნების მიმართ მაღალია, შესაბამისად საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობაში აქტიურად ერთვებიან.