„ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის დაფუძნებასთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან ერთად, ქუთაისში შეხვედრა გამართა
„ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის დაფუძნებასთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან ერთად, ქუთაისში შეხვედრა გამართა

„ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის დაფუძნებასთან დაკავშირებით, მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან ერთად ქუთაისში, პარტიის იმერეთის რეგიონის ადგილობრივი ორგანიზაციების წევრ ქალებს შეხვდა.

„ქართული ოცნების“ პრესსამსახურის ინფორმაციით, ქუთაისს, ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, ხარაგაულის, ხონის, წყალტუბოსა და ჭიათურის ადგილობრივ ორგანიზაციებთან შეხვედრაზე ქალთა ორგანიზაციის დამფუძნებელი ყრილობის ჩატარებასთან დაკავშირებით პოზიციები შეჯერდა.

მათივე ცნობით, შეხვედრას ესწრებოდნენ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები: მაკა ბოჭორიშვილი, რიმა ბერაძე, ნინო წილოსანი, მაია მენაღარიშვილი, ქეთი დუმბაძე, ბაია კვიციანი, ლევან მგალობლიშვილი, ზაზა ლომინაძე, ბეჟან წაქაძე, გივი ჭიჭინაძე; სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის მხარეში – ზვიად შალამბერიძე, ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია, იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები და საკრებულოების თავმჯდომარეები.

პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, დღესვე შეხვედრა გაიმართება ოზურგეთში.

„ქართული ოცნების“ ადგილობრივი ორგანიზაციების წევრ ქალებთან შეხვედრები უკვე გაიმართა მცხეთა-მთიანეთის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთისა და კახეთის მხარეში.