„ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის დაფუძნებასთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძემ მორიგი შეხვედრა ოზურგეთში გამართა
„ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის დაფუძნებასთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძემ მორიგი შეხვედრა ოზურგეთში გამართა

„ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის დაფუძნებასთან დაკავშირებით, მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან ერთად ოზურგეთში შეხვედრა გამართა.

შეხვედრას სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების, ასევე საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე ქალთა ორგანიზაციის ეროვნული კონფერენციის დამფუძნებელი ყრილობის ჩატარებასთან დაკავშირებით პოზიციები შეჯერდა.

როგორც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, შეხვედრის მიზანია ქალთა პროფესიული განვითარება და კარიერული წინსვლა.

„ვაფუძნებთ ქალთა ორგანიაციას. მიზანი არის ქალთა როლის გააქტიურება პოლიტიკურ ცხოვრებაში. ვიზრუნებთ მათ პროფესიონალურ განვითარებაზე და კარიერულ წინსვლაზე. ეს არის ევროპაში აპრობირებული ინსტრუმენტი და ჩვენც ამ პრაქტიკას მივყვებით“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ.