„ქართული ოცნების" ქალთა ორგანიზაციამ შიდა ქართლის რეგიონული კონფერენცია გამართა
„ქართული ოცნების" ქალთა ორგანიზაციამ შიდა ქართლის რეგიონული კონფერენცია გამართა

საქართველოს რეგიონებში „ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის რეგიონული კონფერენციები იმართება. დღეს შიდა ქართლის ორგანიზაციის წევრები გორში შეიკრიბნენ. ისინი ქალთა ორგანიზაციის გამგეობის თავმჯდომარესთან ერთად რეგიონში არსებულ ვითარებას და სამომავლო გეგმებს განიხილავენ.

ქალთა ორგანიზაციის გამგეობის თავმჯდომარე ნინო წილოსანმა კონფერენციის მონაწილეებს ორგანიზაციის მიზნები და ამოცანები გააცნო, ასევე შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული საბჭოს ხელმძღვანელები და შემადგენლობა წარადგინა. გაკეთდა თემატური მოხსენებები ჯანდაცვის, რეგიონული პოლიტიკისა და კულტურის მიმართულებით.

კონფერენციაში მონაწილეობდნენ ქალთა ორგანიზაციის გამგეობის წევრები ხატია წილოსანი, რიმა ბერაძე, ირმა ზავრადაშვილი და ხათუნა კვიციანი.

დღესვე ქალთა ორგანიზაციის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული კონფერენცია ბორჯომში გაიმართება.