„ქართული ოცნების“ პრესსამსახური უმრავლესობის სხდომის ვიდეოკადრებს ავრცელებს

პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს.

შეხვედრაზე, რომელიც ცოტა ხნის წინ დაიწყო, მმართველი გუნდის წევრები პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან ერთად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის კანონპროექტთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციებზე მსჯელობენ.

სხდომას ესწრებიან პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, თბილისის მერი კახა კალაძე და უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე.