„ქართული ოცნების“ პრესსამსახური საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის ვიდეოკადრებს ავრცელებს

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის ვიდეოკადრებს ავრცელებს.

როგორც ცნობილია, სხდომაზე განსახილველი ერთ-ერთი საკითხი საარჩევნო სისტემა იყო, მათ შორის ე.წ. ამერიკულ საარჩევნო მოდელთან დაკავშირებით მაჟორიტარი დეპუტატების ნაწილის ინიციატივა.

11 მაჟორიტარი, რომლებმაც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირეს, ახლა შერეული სისტემის გაუქმებასა და 2020 წლის შემდეგ სრულად მაჟორიტარული სისტემის ამოქმედებას ითხოვს.