„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომა ხვალ გაიმართება

12:18, 10.07.2018

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომა ხვალ, 11 ივლისს გაიმართება.

ამის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ დაუდასტურა.

წინასწარი ინფორმაციით, პოლიტსაბჭოს სხდომაზე მთავრობის ახალი შემადგენლობის წარდგენაზე იმსჯელებენ.

მსგავსი