„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომა 9 სექტემბერს გაიმართება
„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომა 9 სექტემბერს გაიმართება

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს სხდომა 9 სექტემბერს გაიმართება.

პირველი არხის ინფორმაციით, პარტიის ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა 17:00 საათზე დაინიშნა.

პოლიტსაბჭოს შეხვედრაზე იმსჯელებენ, რა ფორმით ჩაერთვება „ქართული ოცნება“ მიმდინარე წლის 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში და ვის დაუჭერს მხარს მმართველი გუნდი.