„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭომ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთა სია დაამტკიცა

17:42, 19.07.2020

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა.

როგორც პარტიის „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, პოლიტსაბჭომ საქართველოს მასშტაბით მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთა სია დაამტკიცა.

„ქართული ოცნება“ საზოგადოებას სიას ხვალ წარუდგენს.

მსგავსი