„ქართული ოცნების“ ოფისთან საპროტესტო აქციაზე რამდენიმე პირი დააკავეს
„ქართული ოცნების“ ოფისთან საპროტესტო აქციაზე რამდენიმე პირი დააკავეს

პარტია „ქართული ოცნება-დემორკატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისთან მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს, მოძრაობა „შეცვალეს“ ოთხი წევრი დააკავეს. ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ სამი ადამიანი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების საფუძველზე დააკავა, რაც  წვრილმან ხულიგნობასა და კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს, მეოთხე კი 173-ე მუხლით.

ადგილზე კვლავ მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

დატოვე კომენტარი