„ქართული ოცნების“ ოფისთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია დასრულდა
„ქართული ოცნების“ ოფისთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია დასრულდა

„ქართული ოცნების” ოფისთან საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია დასრულდა.

ადგილზე შეკრებილ აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა.

მათი განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი არის უმძიმეს მდგომარეობაში, რომლის ჯანმრთელობა საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გაუარესდა.

ამასთან, აქციაზე შეკრებილებს მოუწოდეს სააკაშვილის სასამართლო პროცესისთვის მომზადებისკენ. როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ლევან ხაბეიშვილმა აღნიშნა, სასამართლოში სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებით პროცესის ჩანიშვნის შემდეგ, უფრო მეტად მობილიზდებიან, რათა მხარი დაუჭირონ სააკაშვილის უცხოეთში გადაყვანას.