„ქართული ოცნების“ ოფისთან „ევროპული საქართველოს“ ახალგაზრდული მოძრაობისა და „მოძრაობა საქართველოსთვის“ წევრებმა აქცია გამართეს
„ქართული ოცნების“ ოფისთან „ევროპული საქართველოს“ ახალგაზრდული მოძრაობისა და „მოძრაობა საქართველოსთვის“ წევრებმა აქცია გამართეს

„ქართული ოცნების“ ოფისთან პარტია „ევროპული საქართველოს“ ახალგაზრდული მოძრაობისა და „მოძრაობა საქართველოსთვის“ წევრებმა აქცია გამართეს.

აქციაზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლის, გია ვოლსკის მიერ რამდენიმე დღის წინ აქციის მონაწილეებისთვის შეურაცხმყოფელი ჟესტის ჩვენება გააპროტესტეს და ადგილზე მათ მიერ მიტანილი ფიგურის დადგმა სცადეს.

ადგილზე მობილიზებულმა პოლიციამ აქციის მონაწილეებს პარტიის ოფისის შესასვლელთან ფიგურის დადგმის საშუალება არ მისცა, რასაც შეხლა-შემოხლა მოჰყვა.