„ქართული ოცნების“ ოფისთან, აქციაზე რამდენიმე პირი დააკავეს
„ქართული ოცნების“ ოფისთან, აქციაზე რამდენიმე პირი დააკავეს

პარტია „ქართული ოცნების“ ოფისთან, აქციაზე რამდენიმე პირი დააკავეს.

აქციის მონაწილეები პარტიის ოფისში შემსვლელებს შეძახილებით აცილებდნენ. ცოტა ხნის წინ, ადგილზე ვითარება დაიძაბა. „ქართული ოცნების“ დეპუტატს, გია ვოლსკის აქციის მონაწილეებმა „მონა“ უწოდეს, მან კი აქციაზე მყოფებს შეურაცხმყოფელი ჟესტი უჩვენა. ამას სიტუაციის დაძაბვა მოჰყვა, რის შემდეგაც პოლიციამ ოფისის მიმდებარე ტერიტორიიდან რამდენიმე პირი გაიყვანა.

ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.

შსს-ში აცხადებენ, რომ „ქართული ოცნების“ ოფისთან სულ ადმინისტრაციული წესით 12 პირი დააკავეს.