„ქართული ოცნების“ ოფისთან აქციაზე ორი პირი წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააკავეს
„ქართული ოცნების“ ოფისთან აქციაზე ორი პირი წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააკავეს

„ქართული ოცნების“ ოფისთან, სადაც ცოტა ხნის წინ უმრავლესობის სხდომა დასრულდა, მოძრაობა „შეცვალეს“ წევრები და სამოქალაქო აქტივისტები აქციას მართავენ.

როგორც მოძრაობა „შეცვალეს“ წევრები აცხადებენ, ისინი ყველგან მივლენ, სადაც „ქართული ოცნების“ წევრები შეიკრიბებიან.

ცოტა ხნის წინ აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც პოლიციამ ორი პირი დააკავა.

როგორც შსს-ში აცხადებენ, ერთ პირი დაკავებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლების საფუძველზე, მეორე კი 173-ე მუხლით.