„ქართული ოცნების“ ოფისში საქართველოს მთავრობაში სტრუქტურულ ცვლილებებზე კონსულტაციები მიმდინარეობს
„ქართული ოცნების“ ოფისში საქართველოს მთავრობაში სტრუქტურულ ცვლილებებზე კონსულტაციები მიმდინარეობს

„ქართული ოცნების“ ოფისში საქართველოს მთავრობაში სტრუქტურულ ცვლილებებზე კონსულტაციები მიმდინარეობს.

როგორც შეხვედრის დაწყებამდე უმრავლესობის დეპუტატმა ზაზა გაბუნიამ განაცხადა, კონსულტაციები იმისთვის იმართება, რომ ჩამოყალიბდეს კარგად მოფიქრებული მოდელი, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში ეფექტურად იმუშავებს.

გიორგი კახიანის თქმით, სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებით საკანონმდებლო პაკეტი მომავალ კვირას იქნება ინიცირებული.

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობაში დაგეგმილ რეორგანიზაციასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებთან კონსულტაციები გუშინაც გამართა.

როგორც შეხვედრის შემდეგ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ განაცხადა, რამდენი სამინისტრო დარჩება საქართველოს მთავრობაში, ამის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. მისივე განმარტებით, განიხილება პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის წინადადება სამინისტროების 14-დან 11-მდე შემცირების თაობაზე, თუმცა იდეა ჯერ განხილვის პროცესშია.

ამასთან, პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი განმარტავს, რომ სტრუქტურული ცვლილებები სამინისტროებში საკადრო შემცირებებს არ გამოიწვევს.