„ქართული ოცნების“ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს [ვიდეო]

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს.

შეხვედრას პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც ესწრება. როგორც სხდომის დაწყებამდე დეპუტატებმა განაცხადეს, უმრავლესობის სხდომაზე სასამართლოსთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელებენ.

უმრავლესობის შეხვედრის ვიდეომასალას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს.