„ქართული ოცნების“ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს

15:19, 17.10.2026

„ქართული ოცნების“ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს.

საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ იმართება.

სხდომას ესწრება პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი.

შეხვედრებში ასევე მონაწილეობენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, დედაქალაქის მერი კახა კალაძე და საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები.

განხილულ საკითხებსა და მიღებულ გადაწყვეტილებებზე განცხადებები სხდომის დასრულების შემდეგ გაკეთდება.

ამასთან, სხდომის პარალელურად, პარტიის ოფისთან აქტივისტთა ჯგუფი საპროტესტო აქციას მართავს. ისინი აცხადებენ, რომ „ქართული ოცნების“ 14-წლიან მმართველობას აპროტესტებენ.

მსგავსი