„ქართული ოცნების“ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართება, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი უხელმძღვანელებს
„ქართული ოცნების“ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართება, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი უხელმძღვანელებს

პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში დღეს საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართება.

ამის შესახებ პირველ არხს პარტიის პრესსამსახურში განუცხადეს.

სხდომას პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი უხელმძღვანელებს.

პარტიის პრესსამსახურში არ აკონკრეტებენ, რა საკითხები განიხილება შეხვედრაზე, თუმცა სავარაუდოდ პარტიაში შექმნილ ვითარებაზე იმსჯელებენ.

შეხვედრა 16:00 საათზე დაიწყება.