„ქართული ოცნების“ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს

10:15, 20.02.2019

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს.

სხდომას პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც ესწრება.

წინასწარი ინფორმაციით, სხდომაზე მოსამართლეების განწესებასთან დაკავშირებულ საკითხებზე მსჯელობენ.

პოლიტსაბჭოს წევრები კომენტარებს სავარაუდოდ სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთებენ.

მსგავსი