„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს.
სხდომას პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და თბილისის მერი კახა კალაძე ესწრებიან.
ამ ეტაპზე, უცნობია, რა საკითხებთან დაკავშირებით მსჯელობენ „ქართული ოცნების“ ოფისში.
ჟურნალისტებისთვის ცნობილი გახდა, რომ ხვალისთვის საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა არის დაგეგმილი.