„ქართული ოცნება“ პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომას მართავს

13:17, 17.10.2026

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს.

სხდომას „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ესწრება.

პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ გაიმართება საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაც.

ამასთან, როგორც პარტიის თავმჯდომარემ და პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ 16 ოქტომბერს განაცხადა, დღევანდელ შეკრებაზე  არ იქნება რაიმე განსაკუთრებული, სპეციფიკური საკითხი და სიურპრიზი.

„განიხილება მიმდინარე საკითხები. ეს იქნება როგორც პოლიტსაბჭოს, ასევე საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრა. ამ შეხვედრების შემდეგ საზოგადოებას წარვუდგენთ დეტალურ ინფორმაციას განხილულ საკითხებთან დაკავშირებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი