„ქართული ოცნების“ ოფისში მთავრობაში სტრუქტურულ ცვლილებებზე კონსულტაციები გაიმართა
„ქართული ოცნების“ ოფისში საქართველოს მთავრობაში სტრუქტურულ ცვლილებებზე კონსულტაციები დასრულდა. შეხვედრა სამ საათზე მეტხანს გრძელდებოდა.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, სავარაუდოდ, სამინისტროების რაოდენობა 11-მდე შემცირდება. მისი განცხადებით, პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე სავარაუდოდ ხვალ, უმრავლესობასთან შეხვედრის შემდეგ მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას ამ საკითხზე.
არსებული ინფორმაციით, სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებით საკანონმდებლო პაკეტი მომავალ კვირას იქნება ინიცირებული.
პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობაში დაგეგმილ რეორგანიზაციასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებთან კონსულტაციები გუშინაც გამართა.