„ქართული ოცნების“ ოფისში მიმდინარე შეხვედრაში სალომე ზურაბიშვილიც მონაწილეობს
„ქართული ოცნების“ ოფისში მიმდინარე შეხვედრაში სალომე ზურაბიშვილიც მონაწილეობს

პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში, სადაც უმრავლესობის წარმომადგენლები პარტიის თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს ხვდებიან, დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილიც ესწრება.

შეხვედრაზე საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით მსჯელობენ.

ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობით „ქართული ოცნების“ ოფისში შეხვედრა გუშინაც გაიმართა.