„ქართული ოცნების“ ოფისში დაგეგმილ შეხვედრაზე სავარაუდოდ საპრეზიდენტო არჩევნებსა და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე იმსჯელებენ
„ქართული ოცნების“ ოფისში დაგეგმილ შეხვედრაზე სავარაუდოდ საპრეზიდენტო არჩევნებსა და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე იმსჯელებენ

პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში დაგეგმილ შეხვედრაზე დღეს ორი საკითხის განხილვა იგეგმება.

პირველი არხის ინფორმაციით, სხდომაზე მსჯელობა გაიმართება, როგორც საპრეზიდენტო არჩევნებში მმართველი გუნდის ჩართვის ფორმაზე, ასევე „მარიხუანას“ მოხმარების ლეგალიზებასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე.

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის, მთავრობის წარმომადგენლებისა და პოლიტსაბჭოს წევრების შეხვედრა 16.00 დაიწყება.

დატოვე კომენტარი