„ქართული ოცნების“ ოფისში ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს [ვიდეო]

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს.

სხდომას პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობს.

წინასწარი ინფორმაციით, სხდომაზე მოსამართლეების განწესებასთან დაკავშირებულ საკითხებზე მსჯელობენ.

პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ, 11:00 საათზე პარტიის ოფისში ბრიფინგი გაიმართება.