„ქართული ოცნების“ მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი ლადო კახაძე მასწავლებლებს შეხვდა
„ქართული ოცნების“ მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი ლადო კახაძე მასწავლებლებს შეხვდა

„ქართული ოცნების“ მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი ლადო კახაძე მასწავლებლებს შეხვდა. სასტუმრო „რედისონში“ გამართულ შეხვედრაზე ლადო კახაძემ ყურადღება განათლების სფეროში დაგეგმილ რეფორმებზე გაამახვილა.

მაჟორიტარობის კანდიდატის თქმით, განსაკუთრებული მნიშვნელობა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შემოთავაზებული რეფორმის ფარგლებში, ახალგაზრდების საზღვარგარეთ მივლინებასა და შეძენილი ცოდნის თავიანთ სამშობლოში რეალიზებას ენიჭება.

„ძალიან საპასუხისმგებლო შეხვედრაა, ჩვენი ქვეყნის მომავლის თემა, განათლების საკითხები, რომელსაც ხელისუფლებამ ძალიან ამბიციური პროექტი დაურთო. მომავალზე გათვლილი და ხუთივე დონეზე, როგორც დაწყებითი განათლების, საშუალო განათლების, ასევე პროფესიული განათლების, უმაღლესი განათლების და სპეციალური სამეცნიერო განათლების პროგრამა და საკადრო უზრუნველყოფის პროგრამა”, – განაცხადა ლადო კახაძემ.

ლადო კახაძის განცხადებით, რეფორმების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია მასწავლებლებისა და აღმზრდელების სახელფასო პოლიტიკა, რაშიც, მაჟორიტარი დეპუტატის თქმით, მასწავლებლების ინტერესებს მხარს აქტიურად დაუჭერს.