„ქართული ოცნების“ მხარდამჭერები აცხადებენ, რომ ქუთაისში ოპოზიციის ლიდერებს მშვიდად გადაადგილების საშუალებას არ მისცემენ
„ქართული ოცნების“ მხარდამჭერები აცხადებენ, რომ ქუთაისში ოპოზიციის ლიდერებს მშვიდად გადაადგილების საშუალებას არ მისცემენ

ქუთაისში, რუსთაველის ქუჩაზე, პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ოფისთან, სადაც ოპოზიციური პარტიების ქუთაისის ორგანიზაციების ლიდერები იკრიბებიან, ხმაურია.

ოფისთან პარტია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებიც იმყოფებიან. სიტყვიერი დაპირისპირება და ხმაური ადგილზე ოპოზიციონერ აკაკი ბობოხიძის გამოჩენას მოჰყვა.

„ქართულო ოცნების“ მხარდამჭერები ბობოხიძესთან პირისპირ შეხვედრას ითხოვენ.

ამასთან, აცხადებენ, რომ ქუთაისში ოპოზიციის ლიდერებს მშვიდად გადაადგილების საშუალებას არ მისცემენ.

ცოტა ხნის წინ, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა „თავისუფალი საქართველოს“ ოფისში შეჭრაც სცადეს.

„თავისუფალი საქართველოს“ ოფისთან  დიდი რაოდენობით სამართალდამცველია მობილიზებული.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ოფისში პარასკევს დაანონსებული აქციის დასაგეგმად იკრიბებიან.

დატოვე კომენტარი