„ქართული ოცნების“ მესტიის ორგანიზაციას მესტიის მერი, კაპიტონ ჟორჟოლიანი უხელმძღვანელებს

17:50, 12.09.2023

„ქართული ოცნების“ მესტიის ორგანიზაციას მესტიის მუნიციპალიტეტის მერი, კაპიტონ ჟორჟოლიანი უხელმძღვანელებს.

ინფორმაციას „ქართული ოცნება“ ავრცელებს.

ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე და ბიუროს წევრები მესტიაში, დღეს გამართულ კონფერენციაზე აირჩიეს.

პარტიის ცნობით, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში პარტიული კონფერენციები გრძელდება და 13 სექტემბერს კონფერენციები გაიმართება ხობში, სენაკსა და ფოთში.

მსგავსი