„ქართული ოცნების“ მარნეულის მერობის კანდიდატი -  ჩვენ გავიმარჯვეთ, ეს არის თითოეული მარნეულელის გამარჯვება
„ქართული ოცნების“ მარნეულის მერობის კანდიდატი - ჩვენ გავიმარჯვეთ, ეს არის თითოეული მარნეულელის გამარჯვება

მარნეულის ქართული ოცნების შტაბში არჩევნებში გამარჯვებას ზეიმობენ.

„ჩვენ გავიმარჯვეთ. ეს არის თითოეული მარნეულელის გამარჯვება“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების” მარნეულის მერობის კანდიდატმა ზაურ დარგალმა განაცხადა.

როგორც ზაურ დარგალმა აღნიშნა, გამარჯვება დიდი უპირატესობით მოიპოვეს.

„დიდი მადლობა მარნეულელებს, მათი დიდი მხარდაჭერით, ჩვენ გავიმარჯვეთ. ეს არის თითოეული მარნეულელის გამარჯვება. ძალიან დიდი პროცენტით გავიმარჯვეთ, ზოგიერთ უბნებში ასი პროცენტით გავიმარჯვეთ“, – განაცხადა ზაურ დარგალმა.

მარნეულის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ 99 717 51 ამომრჩეველს არჩევანის გაკეთება 15 კანდიდატს შორის მოუწია: „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ – ელენე გაბინაშვილი; „ევროპული საქართველო ‐ მოძრაობა თავისუფლებისთვის“ – აკმამედ იმამკულიევი; „ქრისტიან‐დემოკრატიულიმოძრაობა“ – ბექა სვანიძე; „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ‐ გაერთიანებული ოპოზიცია“ – აგილ მუსტაფაევი; „თავისუფალი საქართველო“ – ნინო ჯურხაძე; „საქართველო“ – ლეილა ხარაიშვილი; „მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის“ – ირენა სტურუა; „ახალი ქრისტიან‐დემოკრატები“ – ლისა სიხარულიძე; „პოლიტიკური პლატფორმა ‐ ახალი საქართველო“ – ნინიკო ჩხეტია; „თავისუფლება ‐ ზვიად გამსახურდიას გზა“ – მალხაზ გორგასლიძე; „საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა“ – ელისო ქართველიშვილი; „ეროვნულ‐დემოკრატიული პარტია (ედპ)“ – ჯანო ჟვანია; „ქრისტიან‐კონსერვატორები“ – ილია პატარაია; „ქართული ოცნება ‐ დემოკრატიული საქართველო“ – ზაურ დარგალი; საინიციატივო ჯგუფი – ალი ბადიროვი.