„ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზაზა ლომინაძე ქუთაისში ზვიად გამსახურდიასა და ჭავჭავაძის ქუჩების მოსახლეობას შეხვდა
„ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზაზა ლომინაძე ქუთაისში ზვიად გამსახურდიასა და ჭავჭავაძის ქუჩების მოსახლეობას შეხვდა

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზაზა ლომინაძე ზვიად გამსახურდიასა და ჭავჭავაძის ქუჩების მოსახლეობას შეხვდა.

ინფრასტრუქტურა, ახალი სარეკრეაციო ზონები და სოციალური პროგრამები – ეს იყო საკითხები, რომელიც მოსახლეობამ პრიორიტეტულად დაასახელა.

თავის მხრივ, კანდიდატმა სამოქმედო გეგმასა და ხელისუფლების მიერ დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა.

„ზვიად გამსახურდიას და ილია ჭავჭავაძის გამზირის მცხოვრებლებთან განხილული საკითხები თუ პრობლემები ჩვენთვის უცხო არ არის. თემები, რომლებზეც ჩვენს თანაქალაქელებთან ვსაუბრობთ, ყველა ჩვენგანისთვის მნიშვნელოვანია. მე მათ არ ვხვდები როგორც მხოლოდ ამომრჩეველს. პირველ რიგში, ჩვენ ერთ ქალაქში ვცხოვრობთ, უამრავი რამ გვაერთიანებს და გვაკავშირებს. სწორედ ამიტომ, ყოველი შეხვედრა ჩვენი მომავალი ურთიერთობების საწინდარიცაა. მე მათი სათქმელი ქვეყნის ყველაზე დიდი ტრიბუნიდან უნდა გავაჟღერო.

ამ უბნებშიც მიმდინარეობს ინფრასტრუქურული პროექტები – კეთდება გზები, სკვერები, მცირე სპორტული მოედნები, წესრიგდება საცხოვრებელი კორპუსების ეზოები. ერთად დავგეგმეთ, უკეთეს გარემოში საცხოვრებლად კიდევ რისი გაკეთება შეგვიძლია“, – განაცხადა ზაზა ლომინაძემ.