„ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დავით სონღულაშვილი სიღნაღის მოსახლეობას შეხვდა
„ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დავით სონღულაშვილი სიღნაღის მოსახლეობას შეხვდა

სიღნაღი-დედოფლისწყარო-საგარეჯო-გურჯაანის მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დავით სონღულაშვილი სიღნაღის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას შეხვდა.

კანდიდატი სიღნაღელი ახალგაზრდების და მოსახლეობის პრობლემებს გაეცნო, რომელიც ძირითადად სოციალურ პრობლემებს, ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, სოფლის მეურნეობის და მესაქონლეობის განვითარებისთვის სხვადასხვა პროექტებში ჩართულობას ეხებოდა.

დავით სონღულაშვილმა მოსახლეობას საკანონმდებლო ორგანოში არჩევის შემთხვევაში მათი ინტერესების დაცვას დაჰპირდა.