„ქართული ოცნების“ ლიდერები მარნეულში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობის პროცესს გაეცნენ
„ქართული ოცნების“ ლიდერები მარნეულში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობის პროცესს გაეცნენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ და მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ზაურ დარგალმა მარნეულში, წყალმომარაგების სისტემის მშენებლობის პროცესი დაათვალიერეს.

„ქართული ოცნების“ პრესსამსახურის ინფორმაციით, მარნეულის მუნიციპალიტეტში მიმდინარე წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების, ასევე თანამედროვე სტანდარტების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობას, აზიის განვითარების ბანკი(ADB) აფინანსებს. მშენებლობა მომავალ წელს დასრულდება, თუმცა, მიმდინარე წლის შემოდგომიდან, ეტაპობრივად, იგეგმება მოსახლეობის ნაწილის ახალ სისტემაზე გადართვა. ამ ეტაპზე შენდება სატუმბი სადგურები და რეზერვუარები, ეწყობა მაგისტრალური მილი და შიდა ქსელები, ახალი საკანალიზაციო კოლექტორი.

პროექტის დასრულების შემდეგ, მარნეულისა და მუნიციპალიტეტის 5 სოფლის – წერეთლის, საიმერლოს, ყიზილაჯლოს, დიდი და პატარა ბეგლარის მცხოვრები ჯამში 31 700-მდე ადამიანი, სტაბილური, ხარისხიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი. რაც შეეხება წყალარინების სისტემას, კანალიზაციის გამართული ინფრასტრუქტურა 36 ათასზე მეტ ადამიანზეა გათვლილი.