„ქართული ოცნების“ ფოთის ორგანიზაციამ საარჩევნო კამპანიის შემაჯამებელი შეხვედრა გამართა
„ქართული ოცნების“ ფოთის ორგანიზაციამ საარჩევნო კამპანიის შემაჯამებელი შეხვედრა გამართა

პარტია „ქართული ოცნების“ ფოთის ორგანიზაციამ საარჩევნო კამპანიის შემაჯამებელი შეხვედრა გამართა.

შეხვედრის მონაწილეებს ფოთის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ირაკლი ხახუბიამ, ქალაქის მერმა გოჩა კურდღელიამ და პარტიის სხვა წარმომადგენლებმა მიმართეს. მათ ქალაქში მიმდინარე პროექტები მიმოიხილეს და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრეს.

„როგორც ხედავთ, ძალიან დიდი აქტივი ჰყავს „ქართულ ოცნებას“ ფოთში. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ არჩევნები ღირსეულად მოვიგოთ. პირველ რიგში, არავის უნდა მივცეთ საშუალება, პროვოკაციები მოაწყონ. მობილიზებული ვართ, რათა ჩვენს ქალაქში ევროპული დონის არჩევნები ჩატარდეს. რაც შეეხება იმას, თუ რატომ უნდა გაიმარჯვოს სალომე ზურაბიშვილმა, გეტყვით, რომ ის გახლავთ უაღრესად დიდი დიპლომატიური გამოცდილების მქონე ქალბატონი, რომელიც ჩვენს ქვეყანას აუცილებლად წინ წაწევს და ევროპასთან დააახლოებს“, – განაცხადა ფოთის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ირაკლი ხახუბიამ.

„ქართული ოცნების” წევრებმა იმედი გამოთქვეს, რომ ფოთელები 28 ნოემბერს სწორ არჩევანს გააკეთებენ.