„ქართული ოცნების“ ფოთის მერობის კანდიდატი ბექა ვაჭარაძე აცხადებს, რომ არჩევნებს აშკარა უპირატესობით იგებს
„ქართული ოცნების“ ფოთის მერობის კანდიდატი ბექა ვაჭარაძე აცხადებს, რომ არჩევნებს აშკარა უპირატესობით იგებს

ფოთში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში გამარჯვებას აღნიშნავენ. მმართველი პარტიის მერობის კანდიდატის, ბექა ვაჭარაძის განცხადებით, ის აშკარა უპირატესობით იგებს.

ბექა ვაჭარაძემ მხარდამჭერებს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ფოთის მერობა მისთვის დიდი პასუხისმგებლობაა.

„ამ მომენტისთვის, დარჩენილია დაახლოებით ორი უბანი დასათვლელად და ვფიქრობ, რომ 57%-ს შევინარჩუნებთ, რაც ამ მომენტისთვის გვაქვს. მე მინდა, ყველა ჩემს მხარდამჭერს დიდი მადლობა ვუთხრა გამოცხადებული ნდობისთვის. ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობა და დიდი მოტივაციაა მსგავსი მხარდაჭერა, მიუხედავად იმ ბევრი ტყუილისა და დეზინფორმაციისა, ფოთელები გაერთიანდნენ და უმრავლესობამ დაუჭირა მხარი იმას, რასაც ჩვენს ქალაქს ნამდვილად სჭირდება.

ეს არის ამ ქალაქის განვითარება, წარმატება და დარწმუნებული ვარ, მომავალში ჩვენს გაკეთებულ საქმეებს, გაცილებით მეტი ადამიანი დაუჭერს მხარს და ჩვენ შევძლებთ, რომ ამ საქმიანობის ირგვლივ გავაერთიანოთ ფოთელები იმიტომ, რომ ფოთი არის ერთიანობის ქალაქი“ – განაცხადა ბექა ვაჭარაძემ.