„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში შეხვედრას ბიძინა ივანიშვილი და სალომე ზურაბიშვილი ესწრებიან
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში შეხვედრები გრძელდება.
როგორც პირველი არხის კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, მორიგი სხდომისთვის პარტიის ოფისში უმრავლესობის წევრები იკრიბებიან.
დღევანდელ შეხვედრას პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი და პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ესწრებიან.
პარტიის ოფისში დედაქალაქის საკრებულოს წევრები მივიდნენ და სავარაუდოდ, მათთან შეხვედრას თბილისის საარჩევნო შტაბის უფროსი კახა კალაძე გაუძღვება. საკრებულოს უმრავლესობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დღეს ოფისში სამუშაო თათბირები ტარდება.
სპეციალური შტაბები მოსახლეობასთან შესაბამისი გზავნილებით შეხვედრებს ხვალიდან დაიწყებენ.