„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა
„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა.

როგორც მმართველი პარტიის გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, უმრავლესობის წევრებმა მომავალ სასესიო კვირაში განსახილველ საკითხებზე იმსჯელეს.

„საუბარი შეეხო უკრაინის გარშემო მიმდინარე მოვლენებს, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ყოველწლიურ მოხსენებას საქართველოს პარლამენტის წინაშე, რომელიც 14 მარტს გაიმართება, 17 მარტს, „მინისტრის საათის“ ფორმატში შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის მოსმენას, ასევე მიმდინარე საკითხებს“,- აღნიშნულია პარტია „ქართული ოცნების“ ინფორმაციაში.