„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა
„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა.

უმრავლესობის წევრებმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განსახილველ საკონსტიტუციო ცვლილებებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობასთან დაკავშირებით იმსჯელეს.

სხდომაზე საპარლამენტო ფრაქციამ „ქართული ოცნება“ მხარი დაუჭირა ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეებად რატი იონათამიშვილის და გიორგი კახიანის არჩევის საკითხს.

ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს.

დატოვე კომენტარი