„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში მამუკა ბახტაძე საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებს შეხვდა
„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში მამუკა ბახტაძე საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრა სამ საათზე მეტხანს გაგრძელდა.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებმა განაცხადეს, ყველა ის საკითხი განიხილეს, რომელიც ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში აქტუალურია მედიაში. დღევანდელი შეხვედრით საქართველოს მთავრობაში სტრუქტურულ ცვლილებებზე კონსულტაციები დასრულდა და შედეგის შესახებ განცხადებას პრემიერ-მინისტრი გააკეთებს.

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მინისტრობის კონკრეტულ კანდიდატებზე საუბარი არ ყოფილა და მსჯელობა სტრუქტურული ცვლილებების შესახებ წარიმართა.

„ქართული ოცნების“ ოფისში მთავრობაში სტრუქტურულ ცვლილებებზე კონსულტაციები რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

მცირე მთავრობის კონცეფციის თანახმად, რომელიც პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, დაახლოებით სამ კვირაში მომზადდება, სტრუქტურული ცვლილებები  განხორციელდება და სამინისტროების რაოდენობა 14-დან 11-მდე შემცირდება.