„ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში ხვალ უმრავლესობის სხდომა გაიმართება
„ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში ხვალ უმრავლესობის სხდომა გაიმართება

ხვალ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა ჩაინიშნა. უმრავლესობის სხდომა პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში 11:00 საათზე დაიწყება.

სხდომაზე განსახილველი ერთ-ერთი საკითხი საარჩევნო სისტემა იქნება, მათ შორის მაჟორიტარი დეპუტატების ნაწილის მიერ მომზადებული ის კანონპროექტი, რომელიც სრულად მაჟორიტარული სისტემის ამოქმედებას ეხება.

მაჟორიტარ დეპუტატთა ეს ნაწილი ხელმოწერების შეგროვებას იწყებს. საკანონმდებლო ცვლილებები მათ უკვე მოამზადეს. ინიცირებისათვის 200 ათასი ამომრჩევლის ხელმოწერაა საჭირო.