,,ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა ზუგდიდში, 9 აპრილის მემორიალთან მდუმარე აქცია მოაწყვეს
,,ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა ზუგდიდში, 9 აპრილის მემორიალთან მდუმარე აქცია მოაწყვეს

,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა მმართველის პარტიის მერობის კანდიდატ გიორგი (გეგა) შენგელიასთან ერთად ზუგდიდში, 9 აპრილის პარკში, 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და მემორიალთან სანთლების დაანთეს.

„9 აპრილი არის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული დღე უახლესი ისტორიიდან და ამ დღესთან დაკავშირებით „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის ახალგაზრდული ორგანიზაციამ გადავწყვიტეთ, კიდევ ერთხელ პატივი მივაგოთ დაღუპულთა ხსოვნას და ვუთხრათ მათ „მადლობა თავისუფლებისთვის“, – განაცხადა ,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ოთარ ქადარიამ.

დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის საარჩევნო შტაბის ახალგაზრდული მიმართულების ხელმძღვანელმა, კონსტანტინე კაკავამაც.

,,ეს დღე არის ტკივილნარევი გამარჯვების დღე, ჩვენ ამ დღეს ვზეიმობთ და ვართ ამაყნი, რომ ჩვენი თანატოლები თავის დროზე 1989 წლის 9 აპრილს იბრძოდნენ თავისუფლებისათვის და თუ დღეს ვამბობთ, რომ ჩვენი ქვეყანა არის თავისუფალი, ეს არის სწორეთ მათი დამსახურება. მადლობა მათ თავისუფლებისათვის, მადლობა თავდადებისათვის. დარწმუნებული ვარ, ის მიზანი, ის ამოცანა და მისწრაფებები, რაც ჰქონდათ ჩვენ თანატოლებს 1989 წელს, საქართველო აუცილებად მიაღწევს”, – განაცხადა „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის საარჩევნო შტაბის ახალგაზრდული მიმართულების ხელმძღვანელმა კონსტანტინე კაკავამ.