„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები სვანეთში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილეობას გეგმავენ
„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები სვანეთში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილეობას გეგმავენ

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები სვანეთში, სტიქიის ზონაში ჩასვლასა და იქ მიმდინარე სამუშაოებში ჩართვას გეგმავენ. ამის შესახებ პარტიის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა პრესკონფერენციაზე განაცხადეს.

მათი თქმით, როცა სტიქიის ფაზა გადაივლის, სალიკვიდაციო სამუშაოებში მიიღებენ მონაწილეობას.

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები ახალგაზრდებს მოუწოდებენ, მათთან ერთად ჩაერთონ სალიკვიდაციო ღონისძიებაში.

მსურველებს შეუძლიათ, ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებს ოფიციალური ვებგვერდის საშუალებით დაუკავშირდნენ ან მიმართონ ორგანიზაციის ოფისს ერეკლე მეორის #2-ში.