„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაცია ინიციატივით გამოდის, საზოგადოებამ 26 მაისის ღამეს საკუთარი აივნებიდან ტაშით გადაუხადოს მადლობა ქართულ ჯარს
„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაცია ინიციატივით გამოდის, საზოგადოებამ 26 მაისის ღამეს საკუთარი აივნებიდან ტაშით გადაუხადოს მადლობა ქართულ ჯარს

გვინდა, მოსახლეობას მივმართოთ, 26 მაისს ღამის პირველის პირველ წუთზე თავიანთი საცხოვრებელი კორპუსებიდან, აივნებიდან გამოვიდნენ და ტაშით მადლობა უთხრან ქართულ ჯარს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენელმა, გიორგი ჩაკვეტაძემ განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული ქმედებით საზოგადოება მადლობას გადაუხდის სამხედროებს და ვეტერანებს.

„წელს განსაკუთრებულად აღინიშნება 26 მაისი და ასევე 2021 წელი არის საქართველოს ეროვნული გვარდიის 30 წლის იუბილე, ზუსტად ამიტომ, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები გამოვდივართ ინიციატივით „ტაში ქართულ ჯარს“. ეს პროექტი ორი ღონისძიებისგან შედგება და გვინდა, რომ მოსახლეობას მივმართოთ, 26 მაისს ღამის პირველის პირველ წუთზე თავიანთი საცხოვრებელი კორპუსებიდან, აივნებიდან გამოვიდნენ და ტაშით მადლობა უთხრან ქართულ ჯარს. მეორე ღონისძიება რომელიც იქნება, ეს არის 26 მაისის დამოუკიდებლობის დღის მთავარი ღონისძიება, რაც არის საქართველოს მთავრობის მიერ ორგანიზებული, ამ ღონისძიების წინ, ორბელიანების მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე გავაკეთებთ ერთიანობის კორიდორს, რითაც მადლობას გადავუხდით ერთიანად ჩვენ გმირ სამხედროებს და ვეტერანებს. ამიტომ, მივმართავ ყველას, რომ შემოგვიერთდნენ ამ ინიციატივაში. ეს არის პატივისცემის გამოხატვა“, – განაცხადა ჩაკვეტაძემ.

დატოვე კომენტარი