„ქართული ოცნება“ საპრეზიდენტო არჩევნებში სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერასთან დაკავშირებით ოფიციალურად დღეს განაცხადებს
„ქართული ოცნება“ საპრეზიდენტო არჩევნებში სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერასთან დაკავშირებით ოფიციალურად დღეს განაცხადებს

„ქართული ოცნება“ საპრეზიდენტო არჩევნებში სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერასთან დაკავშირებით ოფიციალურად დღეს განაცხადებს.

პირველი არხის ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობაში უკვე გადაწყვეტილია, რომ მმართველი გუნდი საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატს არ წარადგენს და მხარს სალომე ზურაბიშვილს დაუჭერს.

არსებული ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილების შესახებ ინფორმირებულია თავად სალომე ზურაბიშვილი, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებში ჩართვის თაობაზე განცხადებას დღეს 17 საათზე გააკეთებს. „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში კი, უმრავლესობის, პოლიტსაბჭოს წევრებისა და მთავრობის წარმომადგენელთა შეხვედრა 16 საათზე გაიმართება.

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს ჩატარდება.