„ქართული ოცნება“ ლაგოდეხის მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ირაკლი ქადაგიშვილს დღეს წარუდგენს
„ქართული ოცნება“ ლაგოდეხის მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ირაკლი ქადაგიშვილს დღეს წარუდგენს

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ რეგიონებში ამომრჩეველთან შეხვედრას და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენას განაგრძობს. პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, დღეს, 14:00 საათზე მმართველი პარტია ლაგოდეხის მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, ირაკლი ქადაგიშვილს წარუდგენს.

წარდგენას დაესწრებიან „ქართული ოცნების” გენერალური მდივანი კახა კალაძე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი და „ქართული ოცნების“ სხვა ლიდერები დაესწრებიან.

დღესვე, 16:30 საათზე „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერები მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან ერთად ყვარლის მოსახლეობას შეხვდებიან.

შეგახსენებთ, მმართველმა პარტიამ კახეთში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ქადაგიშვილი გუშინ თელავის მოსახლეობას წარუდგინა.