„ქართული ოცნება“ ხვალ საარჩევნო სიის ოცეულს წარადგენს 09:44, 09.09.2020 პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ 10 სექტემბერს, 2020 წლის საარჩევნო სიის ოცეულის პრეზენტაციას გამართავს. ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს. შეგახსენებთ, „ქართულმა ოცნებამ“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები 30-ვე ოლქში წარადგინა. საქართველოს პარლამენტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება. მსგავსი