„ქართული ოცნება“ - გამოვთქვამთ პრინციპულ მზადყოფნას შარლ მიშელის ეგიდით წარდგენილი განახლებული დოკუმენტის ხელმოსაწერად
„ქართული ოცნება“ - გამოვთქვამთ პრინციპულ მზადყოფნას შარლ მიშელის ეგიდით წარდგენილი განახლებული დოკუმენტის ხელმოსაწერად

„ქართული ოცნება“ მზად არის, 43-პროცენტიანი მაჩვენებლით შეთანხმებას ხელი მოაწეროს, – ამის შესახებ პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„ჩვენ გამოვხატეთ პრინციპული მზადყოფნა ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს პრეზიდენტის ეგიდით წარდგენილი, განახლებული დოკუმენტის ხელმოსაწერად. მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებში 40-პროცენტიანი ნდობის პრინციპი ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების თანდასწრებით შეთანხმდა 8 მარტის შეთანხებით და ასახულია კონსტიტუციაში, კანონმდებლობაში და სხვა პროცენტულ მაჩვენებელს არ აქვს ლოგიკური ან სამართლებრივი საფუძველი, დღეს, პარტიის მიერ გაკეთებულ საჯარო განცხადებაში ვთქვით და განვიხილეთ თვითმმართველობის არჩევნებში ნდობის 40-პროცენტიანი ზღვრის გაზრდა 43 პროცენტამდე. „ქართული ოცნება” მზად არის, შეთანხმებას ხელი მოაწეროს ამ მაჩვენებლით“, – ნათქვამია ქართული ოცნების განცხადებაში.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა პოლიტიკურ პარტიებს ახალი დოკუმენტი გუშინ წარუდგინა. კერძოდ, შარლ მიშელის წარდგენილი ახალი დოკუმენტის მიხედვით, 2022 წელს დაინიშნება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, თუ მმართველი პარტია ადგილობრივ არჩევნებში 43 პროცენტზე ნაკლებს მიიღებს.

ამასთან, შარლ მიშელის ​დოკუმენტის მიხედვით, შეთანხმების გაფორმებიდან ერთ კვირაში მხარეებმა პოლიტიზებულად აღქმული ორი საქმე უნდა განიხილონ.